სხვა

13:21 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის რთული მდგომარეობა - ქართველი სუმოისტი მიოგირიუსთან დამარცხდა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს მე-6 მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით, ძალიან მარტივად დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის 25-ე დაპირისპირება იყო და მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი ამ ბრძოლამდე თანაბარი იყო - 12:12-ზე, თუმცა 33 წლის მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა.

ამრიგად, ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 3 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და რთულ ვითარებაში იმყოფება. ლევანს ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მინიმალური ბალანსის განაღდება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაქვეითება ემუქრება. დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ჩვენებურმა მინიმუმ 2 უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მერვე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელთანაც 22 ურთაბრძოლა აქვს გამართული და 14 მათგანი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111419