ფეხბურთი

2:34 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტომაზი: "აპრილში სეზონის განახლება შეუძლებელია"

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი დარწმუნებულია, რომ მაისამდე სეზონი ვერ განახლდება. „რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის განცხადებით, აპრილში ფეხბურთის თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

„ჩვენს გარემოში ვგეგმავთ, რომ 5 აპრილს თამაშს დავუბრუნდებით, მაგრამ აშკარაა, რომ შეუძლებელია. იმედი მაქვს, მაისში ან ივნისში დაუბრუნდებით ფეხბურთის თამაშს თუ ყველაფერი კარგად წავა. თუმცა, ახლა პირველი მიზანი სახლში დარჩენაა.

ვიმედოვნებ, რომ უეფა ევროპის ჩემპიონატს გადადებს. ისინი უნდა დაეხმარონ საფეხბურთო ლიგებს სეზონის დასრულებაში. ეს ჯაჭვური რეაქციაა, ჩემპიონატების პრობლემა ყველაზე გავრცელდა“, - თქვა ტომაზიმ.

შეგახსენებთ, ევროპაში საფეხბურთო სეზონი პრაქტიკულად გაჩერდა და ამ შაბათ-კვირას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ითამაშეს.

0.109113