ფეხბურთი

22:07 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას და ტაბიძის პოზიტიური მატჩები რუსეთში

რუსეთის პრემიერლიგის XXII ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „როსტოვს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

იური სიომინის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს სამი გოლი გაიტანა და თამაშის ბედიც იქვე გადაწყვიტა. სოლომონ კვირკველია წინა ტურში გააძევეს და შესაბამისად დღეს არ უნდა ეთამაშა, თუმცა დისკვალიფიკაცი გააუქმეს, ამიტომაც თამაში მოახერხა.

ქართველი შეუვცლელად დაცვის ცენტრში იდგა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენებურმა პირველ წრეში სათადარიგო სკამზე ჯდომის შემდეგ სეზონის მეორე ნაწილში უკვე ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა, მისმა გუნდმა კი ხსენებულ შეხვედრებში 7 ქულა მოიპოვა და ერთადერთი გოლი გაუშვა. „რკინიგზელებმა“ ამ გამარჯვებით სწორედ „როსტოვს“ გადაასწრეს და 41 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „კრასნოდართან“ ერთად იყოფენ.

დღესვე ჯემალ ტაბიძის „უფა“ მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა. წინა ტურში ჩვენებურის გუნდი სანქტ-პეტერბურგში „ზენიტთან“ არ დამარცხდა (0:0) და ახლა რუსული ფეხბურთის კიდევ სოლიდურ წარმომადგენელთან სტუმრად გოლი არ გაუშვა. ტაბიძე 90 წუთი იყო მინდორზე და რუსულმა მედიამ მისი თამაში 7 ქულით შეაფასა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო. „უფა“ 27 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

0.116479