ფეხბურთი

20:44 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე დროებით ფორმატის შეცვლას აპირებს

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დროებით ფორმატს შეიცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინაც გავრცელდა, ახლა კი ესპანური As-ი წერს, რომ უეფა მართლაც სერიოზულად განიხილავს „ოთხთა ფინალის“ შემოღებას.

ევროპის ფეხბურთის მმართველი უწყება თავის წევრ ქვეყნებს და ტურნირში მონაწილე გუნდებს გეგმას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარუდგენს და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.

სტამბოლი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს სტამბოლში უნდა გაიმართოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა შეჩერდა და ჯერაც უცნობია როდის გაგრძელდება. შესაბამისად, ეს თარიღი დიდი ალბათობით შეიცვლება. მატჩების შემცირება კი ამ ვითარებაში გამოსავალია. უეფა განიხილავს „ოთხთა ფინალის“ გამართვას, ნახევარფინალში გასული გუნდები სტამბოლში შეიკრიბებიან და ჯერ ნახევარფინალში თითოჯერ შეხვდებიან, ხოლო გამარჯვებულები ფინალში გავლენ.

ცვლილება იგეგმება მეოთხედფინალური ეტაპზე. სახლი-გასვლის ნაცვლად გუნდებს შესაძლოა „ოთხთა ფინალის“ საგზურის მოსაპოვებლად ერთი თამაშის ჩატარება მოუწიოთ. არსებობს ორი ვარიანტი: ნეიტრალურ სტადიონზე ან წილისყრის შემდეგად გამოვლინდება მასპინძელი და წყვილში ერთ-ერთი გუნდი საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

ზუსტად იგივე ცვლილელები განიხილება ევროპა ლიგაზეც, სადაც „ოთხთა ფინალს“ პოლონეთის ქალაქი გდანსკი უმასპინძლებს. ვნახოთ საბოლოოდ რა ვერდიქტი იქნება გამოტანილი, 17 მარტამდე ორიოდ დღე დარჩა.

0.112499