ფეხბურთი

14:15 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩი: "14 დღეში ყველაფერი დასრულდება"

"ფიორენტინას" შემტევმა დუშან ვლაჰოვიჩმა ინსტაგრამზე ლაივის დროს განაცხადა, რომ სიცხიანმა გაიღვიძა და როდესაც საღამოს დამძიმდა მისი სიტუაცია საავადმყოფოში წავიდა. ფეხბურთელი ამჟამად კარგადაა და იმედოვნებს ორ კვირაში ყველაფერი დასრულდება.

"სახლში ვიყავი, მეძინა და როდესაც გავიღვიძე სურდო მქონდა და ოფლიანი ვიყავი. ტემპერატურა გავიზომე და 37 გრადუსი მქონდა, მივიღე წამავლი და კლუბში დავრეკე. ამის შემდეგ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და საღამოს სიცხე 39 გრადუსი მქონდა, ამის შემდეგ კი საავადმყოფოში წავედი. ახლა რაც შემიძლია ისაა, რომ უნდა დავისვენო და 14 დღეში ყველაფერი დასრულდება. ასევე, ხალხისგან იზოლირებული უნდა ვიყო. ჩემი თანაგუნდელები არ მინახავს, თუმცა ვფიქრობ ყველა კარგადაა." - განაცხადა ვლაჰოვიჩმა.

დუშანის გარდა "ფიორენტინას" კიდევ ორ ფეხბურთელს ხერმან პეცელას და პატრიკ კუტრონეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ასევე კლუბის ფიზიოთერაპევტს.

0.135203