ფეხბურთი

11:45 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მივყვეთ ინსტრუქციებს, მხოლოდ ასე გადავლახავთ პრობლემას"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ კორონავირუსის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს და სახლში დარჩეს.

"ყველასთვის რთული დღეებია. ყველა ვწუხვართ მიმდინარე მოვლენების გამო და გვინდა დავეხმაროთ მას ვინც ინფიცირებულია და მათ ვინც ამ პრობლემას საავადმყოფოებში ებრძვის. მინდა ამ ხალხს გამძლეობა ვუსურვო. ჯანმრთელობა ყოველთვის მნიშვნელოვანია და უნდა მივყვეთ მთავრობის და სამედიცინო სამსახურების ინსტრუქციებს, მხოლოდ ასე გადავლახავთ ამ პრობლემას. დრო მოვიდა პასუხისმგებლობა ავიღოთ და სახლში დავრჩეთ. იდეალური მომენტია საყვარელ ხალხთან ერთად გავატაროთ დრო, რომელიც საკმარისად არ გვაქვს ხოლმე. ვიმედოვნებ, ამ სიტუაციას მალე გადავლახავთ." - დაწერა ინსტაგრამის გვერდზე არგენტინელმა ფეხბურთელმა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპის წამყვანი ჩემპიონატები როგორებიცაა სერია A, ლიგა 1, ლა ლიგა, ბუნდესლიგა და პრემიერლიგა დროებით შეწყდა. ასევე, 17 მარტს უეფა ვიდეოკონფერენციას გამართავს და იმსჯელებენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკითხზე.

0.127447