ფეხბურთი

23:58 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას გუნდმა "ფენერბახჩე" 9 ფეხბურთელით დაამარცხა

თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ქონიასფორმა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე, თუმცა უმაყურებლოდ სტაბოლის „ფენერბახჩე“ 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს რიად ბაიჩმა მოხდენილი დარტყმით გაიტანა. გამარჯვებაში თავისი წვლილი ლევან შენგელიამაც შეიტანა, რომელმაც 87 წუთი ითამაშა.

სხვათა შორის, მასპინძლებს 67-ე და 76-ე წუთებზე ორი ფეხბურთელი გაუძევეს და სტამბოლელებს 9 ფეხბურთელით აჯობეს. „ქონიასფორმა“ 26 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113313