ფეხბურთი

23:30 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

Bild: სეზონის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში გერმანული კლუბები ჯამში 750 მილიონ ევროს დაკარგავენ

გერმანული გამოცემა Bild-ის შეფასებით, გერმანიის ბუნდესლიგის და მეორე ბუნდესლიგის კლუბები სეზონის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში 750 მილიონ ევრომდე დაკარგავენ. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გავრცელების გამო ჩემპიონატები აპრილამდე შეაჩერა.

Bild-ის მონაცემებით კლუბები მატჩების ტრანსლიაციების გაუქმების შემთხვევაში ცხრა ტურში 370 მილიონ ევროს დაკარგავენ, ხოლო დარჩენილ თანხას სპონსორებისგან ვერ მიიღებენ. აღნიშულ სიტუაციაში რამდენიმე კლუბი გაკოტრდება. 16 მარტს პირველი და მეორე დივიზიონის 36 კლუბის წარმომადგენლები შექმინილი სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრას გამართავენ და მოსალოდნელ პრობლემებზე იმსჯელებენ.

თეგებიბუნდესლიგა
0.117122