სხვა

20:45 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიის პრემიერმინისტრი: "ოლიმპიური თამაშები ჩატარდება"

კორონავისირუსის გავრცელების გამო გადადებული სპორტული ღონისძიებების მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ზაფხულში ჩატარდება. აღნიშნული განცხადება იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გააკეთა.

"ჩვენ ინფექციით გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემას გადავლახავთ და ოლიმპიური თამაშები გეგმისამებრ ჩატარდება" - ციტირებს BBC აბეს სიტყვებს.

იაპონიის პრემიერმინისტრტამ იქვე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტლება გადადების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს, თუმცა როგორც ცნობილია აღნიშნული ორგანიზაცია ჯერჯერობით თამაშების გადადებას არ აპირებს. იაპონიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 1400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 28-ს აღწევს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების ღირებულება დაახლოებით 1.35 ტრილიონი იენი (10.26 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) დაჯდება.

ანტიკურ ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან კორონავირუსის გავრცელების გამო, ცეცხლის დანთების ცერემონია მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ასევე, საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გააუქმა. ასევე გადადებულია სხვადასხვა სპორტის სახეობებში გასამართი სალიცენზიო ტურნირებიც. გამონაკლისია ბოქსი, რადგან ლონდონში სალიცენზიო ტურნირი გეგმისამებრს დღეს შაბათს დასრულდება.

თეგებიშინძო აბე
0.12221