ფეხბურთი

13:44 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინაში" კორონავირუსი სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ფლორენციის „ფიორენტინაში“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა. დუშან ვლაჰოვიჩის შემდეგ COVID-19 პატრიკ კუტრონეს და გუნდის კაპიტან ხერმან პეცელას გამოუვლინდათ.

მათ გარდა, ინფიცირებულია ფიზიოთერაპევტი სტეფანო დაინელიც. ინფორმაციას „იების“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

„ფიორენტინა“ იტყობინება, რომ გარკვეული სიმპტომების შემდეგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა პატრიკ კუტრონესა და ხერმან პეცელას შემთხვევაში. ასევე ფიზიოთერაპევტი სტეფანო დაინელიც. ყველანი კარგად არიან და ფლორენციაში საკუთარ სახლში იმყოფებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, იტალიაში „იუვენტუსის“ ერთი ფეხბურთელი (დანიელე რუგანი) და „სამპდორიას“ ხუთი მოთამაშე, ამასთან ექიმი არიან ინფიცირებულნი.

0.143993