ფეხბურთი

1:01 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" ინფიცირებული ფეხბურთელი: "კორონავირუსსაც ბევრ გოლს გავუტან!"

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელ დუშან ვლაჰოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. სერბმა ფეხბურთელმა ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ COVID-19-საც ბევრ გოლს გაუტანს.

„მინდა ყველა დავამშვიდო, არ ინერვიულოთ, რადგან კარგად ვარ. იცოდეთ, რომ ნამდვილად იქნება ეს ვირუსი, რომელიც ხელს შემიშლის მისთვის გოლების გატანაში“, - დაწერა ვლაჰოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სერბ ფეხბრუთელს 27 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110623