ფეხბურთი

22:25 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, დავიცვათ წესები"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსის შესახებ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პორტუგალიელმა დაწერა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია და შეშფოთებულია, როგორც შვილი, მამა და უბრალოდ ადამიანი.

„მსოფლიო გადის მართლაც რთულ პერიოდს, რომელიც მოითხოვს ყველასგან მაქსიმალურ ყურადღებას და ერთგულებას. დღეს მე ვსაუბრობ არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც შვილი, მამა, ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია უახლესი მოვლენებით, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესები, მათი ქცევები, რომელიც გვეუბნება თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას.

ადამიანის სიცოცხლის დაცვა უპირველესია და ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას. მინდა ყველას მივუსამძიმრო, ვინც ახლობლები კორონავირუსის გამო დაკარგა. ასევე ჩემი მხარდაჭერა ჩემს თანაგუნდელ დანიელე რუგანის და წარმოუდგენელ პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ სხვები გადაარჩინონ“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რონალდუ მშობლიურ მადეირაში იზოლაციაში იმყოფება და კლუბთან შეთანხმებით იტალიაში მხოლოდ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119593