ფეხბურთი

18:49 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რა ბედი ეწევა "ლივერპულის" ჩემპიონობას თუ პრემიერლიგა არ განახლდა - საკითხი ღიაა

კორონავირუსის გამო ინგლისის პრემიერლიგაც შეჩერდა, სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე. ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერდა, მაგრამ გაგრძელდება თუ არა, ახლა ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში.

„ლივერპულის“ ჩემპიონობა კი, საფრთხის ქვეშ დადგა. იურგენ კლოპის გუნდს ნანატრი ტიტულის გაფორმებამდე, რომელიც 30 წელია არ მოუპოვებია, მხოლოდ 6 ქულა აშორებს, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი სასწორზე დადგა.

თუ ჩემპიონატი არ დასრულდება, შესაძლოა შედეგები ანულირდეს. სინამდვილეში რეგულაციით, განსაზღვრული არაა ჩემპიონატის შეწყვეტის შემთხვევაში რა უნდა მოდეს - ჩაითვალოს სეზონის შეჩერების მომენტში დაფიქსირებული შედეგები თუ გაუქმდეს.

თუ სეზონი არ განახლდება, პრემიერლიგას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ეს უდაოდ შექმნის ახალ პრეცედენტს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში სეზონი აქამდეც შეწყვეტილა.

1940 წელს სეზონი მეორე მსოფლიო ომის გამო მხოლოდ 3 ტურის შემდეგ შეწყდა. ამჯერად უკვე 29 ტურია გამართული, მაგრამ ლივერპულში მაინც შიშობენ, რომ მათი 25-ქულიანი უპირატესობა ნანატრი ტიტულისთვის საკმარისი არ იქნება.

0.131815