ფეხბურთი

16:30 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ ესპირიტუ: "ხალხი კვდება და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ..."

ინგლისური „ვულვზის“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ოლიმპიაკოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ საკმაოდ კრიტიკული განცხადებით გამოვიდა. პორტუგალიელმა BT Sport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში აბსურდია.

„ვთამაშობთ ფეხბურთს და შემდეგ ხვდები, რა ხდება მსოფლიოში, ხალხი იღუპება. ამის მიუხედავად ვთამაშობთ, ეს აბსურდია. გულშემატკივრების გარეშე თამაშს აზრი არ აქვს, ფეხბურთი გართობაა და ჩვენ მათთვის ვთამაშობთ.

ჩვენი პოზიციაა, რომ მოგზაურობა სარისკოა ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის და გულშემატკივრებისთვის. შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენი მოწინააღმდეგების გამოც, რომელთაც ტესტები ჩაუტარდათ. ვფიქრობთ, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე ფეხბურთია და ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობაა“, - თქვა ნუნუ ესპირიტუმ.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელის განცხადებიდან ცოტა ხანში ოფიციალურად დადასტურდა, რომ პრემიერლიგა და ევროტურნირები შეწყდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115393