ფეხბურთი

15:32 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას კორონავირუსი "იუვენტუსმა" უარყო

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას შესახებ გავრცლებეული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტყუილი გამოდგა. იტალიურმა კლუბმა კატეგორიულად უარყო ვენესუელურ მედიაში გავრცელებული ჭორი.

ამ დროისთვის „იუვენტუსის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, დანიელე რუგანი რჩება, რომელსაც სიცხე არ აქვს დ აასიმპტომურია. ცნობა უარყო თავად პაულო დიბალამაც:

„ყველას მოგესალმებით. მინდა დავადასტურო, რომ კარგად ვარ და ნებაყოფლობით იზოლაციაში ვარ. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ“, - დაწერა დიბალამ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ El Nacional-მა დიბალას დაინფიცირებაზე გაავრცელა ცნობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა Fake News-ი იყო.

0.148517