ფეხბურთი

2:41 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტას კორონავირუსი შეეყარა

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება „მეთოფეთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

ესპანელმა სპეციალისტმა მას შემდეგ რაც თავი შეუძლოდ იგრძნო, კორონავირუსის ტესტი ჩააბარა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბის მთელი პერსონალი დღეიდან იზოლირულებია. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგა დამდეგ უიქ-ენდზე ჩვეულ რეჟიმში უნდა გაიმართოს, თუმცა აღნიშნული ამბის შემდეგ დიდი შანსია შეწყდეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი „ოლიმპიაკოსის“ პრეზიდენტ ევანგელოს მარინაკისს დაუდგინდა, რომელიც ლონდონში ორი კვირის წინ სწორედ მისი გუნდისა და „არსენალის“ შეხვედრის დროს იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11129