ფეხბურთი

22:26 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ერედივიზიონი 31 მარტამდე შეწყდა

პორტუგალიის პრიმეირა ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემპიონატის აღმასრულებელმა საბჭომ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ნიდერლანდების ჩემპიონატში კი მომდევნო ორი ტური არ გაიმართება და ერედივიზიონი 31 მარტამდე შეწყდა. ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებები, სადაც ასზე მეტი ადამიანი უნდა დასწრებულიყო, გაუქმდა.

ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიის რანგით პირველი და მეორე დივიზიონის მატჩები როდის ჩატარდება. მიმდინარე კვირის უიქენდზე გასამართი შეხვედრები უკვე გადადებულია. პორტუგალიამდე კი საკუთარი ჩემპიონატები შეაჩერა იტალიამ, ესპანეთმა და აშშ-მ.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ევროპა ლიგის ორი დაპირისპირებაც გადადებულია, ხოლო მატჩების უმრავლესობა მაყურებლების გარეშე ჩატარდება. გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება ბუნდესლიგის შეხვედრები, ხოლო ინგლისში ჯერჯერობით შეზღუდვები არ დაწესებულა.

0.120083