ფეხბურთი

20:24 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსთან ყაზაიშვილის და კაშიას გარეშე?

საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან მატჩში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დიდი ალბათობით ვერ დაეხმარებიან. იმ შემთხვევაში თუ უეფა შეხვედრას არ გადადებს, „სან ხოსეს“ ლეგიონერები თბილისში ვერ ჩამოვლენ.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპის განკარგულებით ამერიკამ ევროპაში ფრენები 30 დღით შეზღუდა და შესაბამისად, ჩვენებურები საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა გაიმართება თუ არა 26 მარტს დაგეგმილი მატჩი. უეფა 17 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავს, სადაც მარტის პლეი-ოფის შეხვედრების ბედიც გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120856