ფეხბურთი

21:43 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჰანოვერის" კიდევ ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჰანოვერის" ფეხბურთელს იანეს ჰორნს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული მოთამაშე ტიმო ჰუბერსის შემდეგ გუნდის მეორე ფეხბურთელია, რომლის ტესტიც დადებითი აღმოჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ასევე, "ჰანოვერის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კლუბის მოთამაშეებმა მომდევნო 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ. ამასთან დაკავშირებით, კლუბმა უკვე მიმართა წერილით ჩემპიონატის ხელმძღვანელობას და მეორე ბუნდესლიგის მომდევნო ორი მატჩის გადადება სთხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109847