რაგბი

12:32 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 4 შეხვედრა ჩაატარა და 19 ქულით ლიდერია. „ბორჯღალოსნებისა“ და რუსეთის შეხვედრა კი 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 16 საათზე დაიწყება.

0.119993