ჭიდაობა

0:25 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი და „ბოლო შანსის“ საკვალიფიკაციო ეტაპი ჭიდაობაში გადაიდო. როგორც ჭიდაობის ფედერაცია იტყობინება, 19-22 მარტს ბუდაპეშტსა და 30 აპრლიდან 3 მაისამდე სოფიაში დაგეგმილი სალიცენზიო ტურნირები არ ჩატარდება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მთავრობის რეაგირებას COVID-19-ის შესახებ და ამის შემდეგ ჩვენს მოჭიდავეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და ფხიზლად, რადგან მსოფლიო საზოგადოება ებრძვის ამ პანდემიას. სპორტსმენთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთავარი პრიორიტეტია“, - თქვა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა.

ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირი სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებში, ხოლო სოფიაში დაგეგმილი „ბოლო შანსი“ ივნისში გაიმართება.

0.11997