ფეხბურთი

19:53 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი უეფას მიმართავს: "გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ამ შანსს და გადადეთ მატჩი"

ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი ერთა ლიგის ნახევარფინალში ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. მასპინძელთა ვეტერანი თავდამსხმელი და კაპიტანი გორან პანდევი ამ გადაწყვეტილებას ინსტაგრამში გამოეხმაურა და უეფას თამაშის გადადებას სთხოვა.

პანდევის განცხადებით, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, როგორც სპორტული, ისე ჯანმრთელობის კუთხით.

„ჩემთვის მაკედონიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უფრო ღირებულია, ვიდრე ნიბისმიერი მოგებული ტიტული. ჩვენ ყველანი სავსე სტადიონის წარმოსახვაში ვცხოვრობთ, ყვითელ-წითელ ფერებში, რაც გვაძლევს ძალას მოტივაციას, რომ მივაღწიოთ მიზანს, რასაც ბოლო 20 წელი ვერ მივაღწიეთ.

მოგვეცით შანსი ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნოთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჯანმრთელობა მთავარია და ამისთვის ყოველთვის ვლოცულობთ. მაგრამ, გთხოვთ, მოგვეცით ეს შანსი: მივაღწიოთ იმას, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობთ, ყველასთვის უმჯობესი იქნება, რომ თამაში გადადოთ. ეს გააკეთეთ, როგორც ჯანმრთელობის მოტივის გამო, ასევე სპორტული თვალსაზრისითაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - დაწერა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიისა და კოსოვოს მატჩი 26 მარტს გაიმართება. იმავე დღეს საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს, მაგრამ თბილისური შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112641