ფეხბურთი

21:33 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ კროოსის დაბრუნება გადაწყვიტა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მომავალ ზაფხულს დიდი ალბათობით, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი მისი მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნებაა, სადაც ის 2007-14 წლებში თამაშობდა.

„ბაიერნი“ დაინტერსებულია კროოსის დაბრუნებით და უკვე დაიწყო 30 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკება - წერს El Chiringuito.

„რეალთან“ კროოსის კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში, კროოსმა „რეალის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119274