ფეხბურთი

17:22 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" "სევილიასთან" სათამაშოდ ესპანეთში არ გაფრინდება

კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ვითარების გამო ევროპულ ფეხბურთში დიდი პრობლემებია. ევროპა ლიგაზე „სევილიას“ და „რომას“ მატჩი, რომელიც უმაყურებლოდ უნდა გამართულიყო, არ გაიმართება.

როგორც იტალიური გუნდი იტყობინება, ესპანეთის მთავრობის მიერ დაწესებული ფრენების შეზღუდვის გამო, „რომა“ ესპანეთში ვერ ჩავა.

„რომა“ არ წავა ესპანეთში ევროპა ლიგის მატჩზე „სევილიასთან“ სათამაშოდ. ადგილობრივი ხელისფულებისგან უფლებამოსილების არარსებობის გამო. უფრო მეტი დეტალი უეფას მიერ გამოცხადდება“, - ნაქთავამია „რომას“ განცხადებაში.

„სევილია“ – „რომას“ მატჩი 13 მარტს „სანჩეს პისხუანზე“ უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ხეტაფე“ მილანში, „ინტერთან“ სათამაშოდ არ გაფრინდება.

0.150541