ფეხბურთი

14:24 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ივნისში ამ საფრთხეზე გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ვალენსიასთან“(4:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გამარჯვებას ბერგამოს მოსახლეობას უძღვნიან, რომელთაც ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგათ.

„პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მეორე ნახევარში ყველაფერი გაცილებით უკეთ გავაკეთეთ. გავუშვით მარტივი გოლები, მაგრამ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. უბრალოდ დადებითი შედეგი არ გვინდოდა, გვინდოდა მეორე მატჩის მოგებაც.

რატომ არ შევცვალე ილიჩიჩი? (სლოვენიელმა მესამე გოლის შემდეგ შეცვლა მოითხოვა - რედ) ვუთხარი, რომ ერთი წუთის შემდეგ შევცვლიდი, მაგრამ შემდეგ ორ წუთში უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მანამდე. ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლის გატანას ბევრი ვერ ახერხებს.

ამდენი გოლის გატანა ნორმალური მოვლენა არასდროსაა. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ოთხი თამაში მოვიგეთ, ჩვენ წარმოვადგენთ ხალხს, რომლებიც ბერგამოს საავადმყოფოში არიან. ივნისში აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშე ახლა ვართ“, - თქვა გასპერინიმ.

0.17669