ფეხბურთი

19:02 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტო, ევროსაგზურები, გასავარდნი ზონა: სერია A შესაძლოა აღარ განახლდეს

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი შეწყდა, მაგრამ შესაძლოა აღარც გაგრძელდეს. La Repubblica-ს ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიაში ახლა ფეხბურთისთვის საერთოდ არ სცალიათ.

გუშინ მთელი ქვეყანა წითელ ზონად გამოცხადდა და სერია A 3 აპრილამდე შეწყდა. თუმცა თუ ვითარება არ გამოსწორდა, მისი განახლება შეუძლებელი იქნება. სიტუაციის გამოსწორების გარანტიას კი ამ წუთისთვის ვერავინ იძლევა. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება რა ბედი ეწევა სეზონის შედეგებს, რომლის დასურლებამდე 12 ტურია დარჩენილი.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, სკუდეტო არცერთ გუნდს არ გადაეცემა და პირველი ადგილისთვის ბრძოლის შედეგები ანულირდება. ამჟამად გათამაშებას „იუვენტუსი“ ლიდერობს და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს, თუმცა, საჩემპიონო მედლებს ვერ მიიღებს.

დღესვე Lega Pro-ს პრეზიდენტმა ფრანჩესკო ჯირელიმ განაცხადა, რომ სამ ვარიანტზე მიმდინარეობს მსჯელობა: სკუდეტოს შედეგების ანულირებაზე, მომცემული შედეგების ძალაში დატოვებაზე ან პლეი-ოფის თამაშების ჩატარებაზე.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“, „ლაციო“, „ინტერი“ და „ატალანტა“ გავლენ, ხოლო ევროპა ლიგაზე „რომა“, „ნაპოლი“ და „მილანი“. ევროზონაში 26 ტურის შემდეგ სწორედ ასეთი თანმიმდევრობით არიან და ეს შედეგები ძალაში დარჩება.

სამაგიეროდ, ლიგიდან არავინ დაქვეითდება, ხოლო სერია B-დან მოწინავე ორი გუნდი აღზევდება („ბენევენტო“ და „კროტონე“). შედეგად, სერია A-ს მომდევნო სეზონი 22-გუნდიანი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ თეორიული პროგნოზია და შესაძლოა ჩემპიონატი განახლდეს კიდეც, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

თეგებისერია A
0.119281