ფეხბურთი

20:53 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა და მარსელო „რეალს“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან

მადრიდის „რეალს“ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა, რომლებიც უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ.

AS-ის ცნობით, ბელგიელმა მეკარე ტიბო კურტუამ საზარდული დაიზინა და დაახლოებით ორი კვირით მოუწევს დასვენება, ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ კი ბარძაყის კუნთი იტკინა.

დიდი ალბათობით, კურტუა და მარსელო „ეიბართან“ და „ვალენსიასთან“ პრიმერას და „სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გამოტოვებენ.

„ეიბარს“ „რეალი“ 13 მარტს შეხვდება, „სიტის“ – 17, ხოლო „ვალენსიას“ - 21 მარტს.

0.119236