ფეხბურთი

17:09 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: სომხეთის ნაკრები გამოცდილმა ესპანელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე სომხეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, კონტრაქტი გამოცდილ სპეციალისტ ხოაკინ კაპაროსთან გაფორმდა.

ესპანელმა სომხეთის ნაკრებს ბედი 2021 წლის 30 ნოემბრამდე დაუკავშირა. 64 წლის სპეციალისტს აქამდე არაერთ გუნდში უმუშავია, მაგრამ სანაკრებო დონეზე პირველად იმუშავებს.

კაპაროსმა სახელი „სევილიაში“ გაითქვა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენია (2000-2005, 2018-2019). გარდა ამისა, სხვადასხვა დროს „უელვაში“, „ვილიარეალში“, "დეპორტივოში“, „ბილბაოში“, „მალიორკაში“, „ლევანტეში“, „გრანადაში“, „ოსასუნასა“ და „ალ აჰლიში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112759