ფეხბურთი

19:54 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" - "ჩელსიც" უმაყურებლოდ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის უმაყურებლოდ გაიმართება.

ბავარიის გუბერნატორ მარკუს სოდერის განკარგულებით, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად ბავარიაში ყველა სპორტულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1000-ზე მეტი მაყურებელი უნდა დაესწროს, დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

შესაბამისად, 18 მარტს, „ალიანც არენაზე“ „ბაიერნი“ „ჩელსის“ უმაყურებლოდ დაუხვდება. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ – „ლიონი“, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“, პსჟ - „დორტმუნდი“ და „ვალენსია“ – „ატალანატაც“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11895