ფეხბურთი

0:05 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "შუქურა" უდანაკარგოდ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ქობულეთის „შუქურა“ არასრული ორი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს.

ქობულეთელებმა წყალტუბოში, „სამგურალს“ კომახიძის პირველი ტაიმის შუაწელს გატანილი გოლით აჯობა და 6 ქულა დააგროვა.

გაცილებით საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა „შევარდენისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრა. მასპინძლებმა კოშმანის და დავით თარგამაძის გოლებით საწყის 15 წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, შემდეგ თამაშის ჩარხი შეიცვალა და „ვიტ ჯორჯიამ“ მეტოქეს სოლიდური უპირატესობა აღმოუფხვრა. „ვიტელებმა“ „შევარდენს“ 4 გოლი გაუტანა და სახლში 3 ქულით დაბრუნდა.

რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ტაიმი გუჯაბიძის გოლით აჯობა კიდეც, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა მეტოქე ორჯერ დაამწუხრეს. ამის მიუხედავად „რუსთავმა“ ქულა მაინც გადაარჩინა - 2:2.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება. „არაგვი“ „გაგრას“, ზუგდიდის „დინამო“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.

„სამგურალი“ – „შუქურა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კომახიძე (26)

„რუსთავი“ – „სიონი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 გუჯაბიძე (35), 1:1 სიხარულია (78), 1:2 უგრეხელიძე (87), 2:2 ენდელაძე (90)

„შევარდენი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:4 (2:1)

გოლები: 1:0 კოშმანი (4), 2:0 თარგამაძე (16), 2:1 ბარაბაძე (22), 2:2 ზარიძე (49), 2:3 კიკალიშვილი (85), 2:4 მუსელიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111674