ფეხბურთი

22:39 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" - "ნაპოლიც" უმაყურებლოდ?

კორონავირუსი ფეხბურთზე დიდ გავლენას ახდენს და უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის სამი მატჩი, „იუვენტუსი“ – „ლიონი“, პსჟ - „დორტმუნდი“ და „ვალენსია“ – „ატალანტა“ ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

გარდა ამისა, იგივე ბედი ემუქრება „ბარსელონა“ – „ნაპოლის“ თამაშსაც. კატალონიის მთავრობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ შეხვედრაზე დასწრება მაყურებლებს აუკრძალონ.

კატალონიის სპორტის გენერალურმა დირექტორმა ჟერარ ფიგერესმა ამის შესახებ Catalunya Radio-ს განუცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ იტალია რისკის ქვეშ იმყოფება, თამაში მაყურებლების გარეშე უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა ფიგერესამ.

ბარსელონაში ნეაპოლიდან ხუთი ათასამდე ქომაგს ელოდებიან, რის გამოც თამაშის უმაყურებლოდ ჩატარება იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135192