სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:49 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

9 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1943 - დაიბადა რობერტ ჯეიმს (ბობი) ფიშერი. საერთო აღიარებით, ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე. 14 წლის ასაკში აშშ-ის ჩემპიონი გახდა. 1972 წელს პირველმა ამერიკელთა შორის, მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალამდე 6:0 დაამარცხა საბჭოთა და დანიელი დიდოსტატები, მარკ ტაიმანოვი და ბენტ ლარსენი, 6,5:2,5 მოუგო მსოფლიოს ექსჩემპიონ ტიგრან პეტროსიანს. ტიტულისათვის ბრძოლაში ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდა მოქმედ ჩემპიონ ბორის სპასკის. ფიშერმა ორი სასტარტო პარტია წააგო, თუმცა საბოლოოდ მატჩი 12,5:8,5 მოიგო. ამის შემდეგ ფიშერს არც ერთი ოფიციალური საჭადრაკო პარტია არ წაუგია. მისი მაქსიმალური რეიტინგი 2785 ქულა იყო. გარდაიცვალა 2008 წლის 17 იანვარს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902 - დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვიჩენცა”. 1978 წელს გუნდი იტალიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1997 წელს კი ქვეყნის თასს დაეუფლა. მომდევნო წელს “ვიჩენცამ” თასების თასის ნახევარფინალამდე გააღწია, ამ ეტაპზე კი “ჩელსისთან” დამარცხდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში “ვიჩენცაში” მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი პაოლო როსი გამოდიოდა და პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “ვიჩენცაში” დაიწყო პროფესიული კარიერა რობერტო ბაჯომ.

1902 - “მადრიდმა” პირველი თამაში გამართა ოღონდ ესაა რომ მეტოქე ვერ შეარჩია და ამიტომ კლუბის ფეხბურთელები ორად გაიყვნენ და ერთმანეთს შეეჯიბრნენ. თამაში პლასა დე ტოროსის მოედანთან მდებარე სტადიონზე ჩატარდა.

1904 - “ბრენდონის” ჰოკეისტი ლესტერ პატრიკი პირველი მცველი გახდა, რომელმაც შაიბის გატანა მოახერხა.

1908 - მილანში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ინტერნაციონალე”. “ინტერს” სამჯერ (1964, 1965, 2010) აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონთა თასი (ლიგა), სამჯერ უეფა-ს თასი, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. “ინტერი” 18-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ხუთჯერ დაეუფლა იტალიის თასს, სამჯერ ქვეყნის სუპერთასს. 2010 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. ასპარეზობს მილანის “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე, რომლის ტრიბუნებიც 85 700 მაყურებელს იტევს.

1913 - ლონდონის “არსენალმა” ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩრდილოლონდონელებმა “მანჩესტერ სიტი” დაამარცხეს.

1919 - პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პირველად ჩატარდა საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი. საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს “მშვიდობიანად” დაშორდნენ (2:2).

1923 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, “მონრეალ კანადიენსმა” “ოტავა სენატორზი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1935 - ლონდონის “არსენალის” საშინაო არენა “ჰაიბერიზე” “სანდერლენდის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩს 72 295 მაყურებელი დაესწრო. ეს ამ არენაზე დასწრების რეკორდია. ჩრდილოლონდონელთა ახალ სტადიონზე “ემირეიტსზე” 2007 წლის 3 ნოემბერს “არსენალისა” და “მანჩესტერის” მატჩს 60 161 მაყურებელი დაესწრო.

1952 - გერმანელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე, ჰაინც ნეიჰაუზი ევროპის ჩემპიონი გახდა.

1958 - “დეტროიტ პისტონზის” მოთამაშე ჯორჯ იარდლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის ერთ სეზონში 2000 ქულის დაგროვება შეძლო.

1984 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში, “ფილადელფია სიქსერზმა” “სიეტლ სუპერსონიქსის” შეტევისას ბურთის 20 დაფარება განახორციელა, რაც NBA-ის რეკორდი იყო.

1984 - ტიმ უითერსპუნმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, გრეგორი პეიჯი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987 - ლანჩხუთში ახალი საფეხბურთო გაიხსნა, “გურიამ” კი პირველი მატჩი ჩაატარა საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში.

1989 - როჯერ კინგდომმა დარბაზში 60 მეტრზე თარჯრბენში, მის მიერვე წინა დღეს დამყარებული მსოფლიოს რეკორდი წამის მეასედით გააუმჯობესა (7.36).

1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “დეტროიტ პისტონზის” მოთამაშე ჯო დუმარსმა ზედიზედ 62 მატჩში ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების პირველი შეხვედრა ჩაატარა.

2008 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მოქმედ გამარჯვებულს “ჩელსის” დაბალდივიზიონურმა “ბარნსლიმ” 1:0 მოუგო და 1912 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა ნახევარფინალში.

2009 - გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელებმა მენეჯერი ანდრეას მიოლერი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედ რუტენი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2010 - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “არსენალმა” “პორტუს” 5:0 მოუგო.

2011 - ჰარი რედნაპი პირველი ინგლისელი საფეხბურთო მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაყვანა შეძლო. მისმა “ტოტენჰემმა” მერვედფინალში 2 მატჩის ჯამში “მილანს” სძლია (0:0, 1:0).

2013 - ერთა თასის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 61:18 დაამარცხა. ნაკრებიდან საზეიმოდ გააცილეს წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე.

2014 - ქართველმა კიკბოქსიორი დავით ქირია საპრომოუტერო კომპანია GLOღY-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის გამარჯვებული გახდა. 26 წლის ქირიამ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული მსუბუქი წონითი კატეგორიის (70 კგ-მდე) ფინალურ შეხვედრაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

2014 - ბუდაპეშტში 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა.

A ჯგუფი: ჩერნოგორია, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო.

B ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი, ესპანეთი.

2014 - არეულობა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის მსვლელობისას ქუთაისში. ”ტორპედო”-”დინამო” 58-ე წუთზე ჩაიშალა. ფანები მინდორზე შეცვივდნენ. იმ მომენტისთვის ”დინამო” 2:0-ს იგებდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1915 - სერგეი სოლოვიოვი. 1940-50-იან წლებში მოსკოვის “დინამოს” ფორვარდი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 195 მატჩი, გაიტანა 127 გოლი. მოსკოველთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1940 და 1948 წლებში გახდა საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ-ს სამგზის ჩემპიონი.

1927 - მირიან ცალქალამანიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (52 კგ წონითი კატეგორია). ცალქალამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა (1957) და ბრინჯაოს (1954) პრიზიორია. ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1954, 1956). მირიან ცალქალამანიძე 2000 წელს გარდაიცვალა.

1939 - ალექს პონე. ბელგიელი საფეხბურთო არბიტრი. სჯიდა ორ-ორ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, 1987 წლის ჩემპიონთა თასის ფინალს, 1980 და 1985 წლების უეფას თასის ფინალებს, 1979 წელს საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრას.

1943 - რობერტ ჯეიმს (ბობი) ფიშერი. საერთო აღიარებით, ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე. 14 წლის ასაკში აშშ-ის ჩემპიონი გახდა. 1972 წელს პირველმა ამერიკელთა შორის, მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალამდე 6:0 დაამარცხა საბჭოთა და დანიელი დიდოსტატები, მარკ ტაიმანოვი და ბენტ ლარსენი, 6,5:2,5 მოუგო მსოფლიოს ექსჩემპიონ ტიგრან პეტროსიანს. ტიტულისათვის ბრძოლაში ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდა მოქმედ ჩემპიონ ბორის სპასკის. ფიშერმა ორი სასტარტო პარტია წააგო, თუმცა საბოლოოდ მატჩი 12,5:8,5 მოიგო. ამის შემდეგ ფიშერს არც ერთი ოფიციალური საჭადრაკო პარტია არ წაუგია. მისი მაქსიმალური რეიტინგი 2785 ქულა იყო. გარდაიცვალა 2008 წლის 17 იანვარს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში.

1946 - ბერნდ ჰელცენბაინი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანკფურტის “აინტრახტის” ფორვარდი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1980 წელს მოიგო უეფას თასი. სამჯერ ფლობდა გერმანიის თასს. “აინტრახტის” 420 მატჩში (საკლუბო რეკორდი) გაიტანა 160 გოლი.

1952 - ულიანა სემიონოვა. საბჭოთა კავშირის ქალ კალათბურთელთა ნაკრებისა და რიგის ტტტ-ს მეფარე (210 სმ). ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სამგზის მსოფლიოსა და რვაგზის ევროპის ჩემპიონი. საკლუბო დონეზე ჩემპიონთა თასის გათამაშების მრავალგზის გამარჯვებული. ულიანა სემიონოვა 1993 წელს შეიყვანეს აშშ-ის ქალაქ სპრინგფილდში მდებარე საკალათბურთო “დიდების დარბაზში”.

1960 - ჟელკო ობრადოვიჩი. სერბი (იუგოსლავიელი) კალათბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონობა (1990), ოლიმპიადის ვერცხლის მედალი (1988), ბელგრადის “პარტიზანის” შემადგენლობაში კორაჩის თასი. მწვრთნელობისას იუგოსლავიის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახადა, 1996 წლის ოლიმპიადაზე კი ფინალში გაიყვანა. ობრადოვიჩმა 4 კლუბს “პარტიზანს”, “ხუვენტუდს”, “რეალს” და “პანათინაიკოსს” მოაგებინა ჩემპიონთა თასი (ევროლიგა).

1968 - იური ჯორკაეფი. საფრანგეთის ნაკრების, “სტრასბურგის,” “მონაკოს,” პსჟ-ის, “ინტერის,” “კაიზერსლაუტერნის,” “ბოლტონის,” “მეტროსტარზის” ფეხბურთელი. 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. მონაწილეობდა ევროპის 1996 წლისა და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატებზე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 82 მატჩი, გაიტანა 28 გოლი. 1996 წელს, პსჟ-სთან ერთად მოიპოვა თასების თასი, 1998-ში “ინტერში” გამოსვლისას _ უეფა-ს თასი. ჯორკაეფი პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც MLS-ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტული მოიპოვა.

1975 - ხუან სებასტიან ვერონი. არგენტინის ნაკრების, “ესტუდიანტესის,” “ბოკა ხუნიორსის,” “სამპდორიას,” “პარმას,” “ლაციოს,” “მანჩესტერ იუნაიტედის,” “ჩელსისა” და “ინტერის” ნახევარმცველი. ამჟამად “ესტუდიანტესის” წევრია. ვერონი 1998 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილეა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. “პარმას” რიგებში ასპარეზობისას მოიგო იტალიის თასი, “ლაციოში” გამოსვლისას სკუდეტო და ევროპის სუპერთასი. ხუანის მამა, ხუან რამონ ვერონი ასევე ფეხბურთელი იყო (ამპლუით ფორვარდი). მან, 1968 წელს არგენტინული “ესტუდიანტეს ლა პლატას” შემადგენლობაში “ოლდ ტრაფორდზე” იასპარეზა და “მანჩესტერ იუნაიტედს” გოლიც გაუტანა.

1975 - ადონალ ფოილი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “გოლდენ სთეით უორიორზის” ფორვარდი (208 სმ).

1976 - ანიერ გარსია. კუბელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარჯრბენში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1977 - რადეკ დვორაკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბ “ფლორიდა პანთერზის” მოთამაშე.

1980 - მეტ ბერნსი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ფილადელფია სიქსერზის” ფორვარდი (201 სმ).

1980 - სოსლან ბორაძოვი. რუსი (ოსი) სუმოისტი. დისკვალიფიცირებულია ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდების გამო.

ამ დღეს გარდაიცვალა

1943 - ოსკარ ჰუკსი. ჩეხი მარათონელი მორბენალი. ანტიფაშისტური სულისკვეთების გამო ჰუკსი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119214
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X