ფეხბურთი

22:43 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

წითელი მანჩესტერი

„ოლდ ტრაფორდზე“ მართლაც დიდებული სპექტაკლი გაიმართა. მანჩესტერულ დერბიში „წითლებმა“ იმარჯვეს და მთავარია, რომ ეს დამსახურებულად გააკეთეს. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა თანაქალაქელი „სიტი“ ანუ დუბლი შეასრულა. ასეთი რამ „წითელ ეშმაკუნებს“ 2009-10 წლების შემდეგ ვეღარ მოეხერხებინათ.

„სიტი“ ტრადიციულად ბურთს მეტ ხანს ფლობდა, მაგრამ სულშერის გუნდი ამ საღამოს უკეთესი იყო, ანგარიში მარსიალმა გახსნა, კაცმა, რომელმაც ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხედ გაიტანა და ქომაგებს ტრავმირებული რაშფორდი დაავიწყა.

მაკტომინეის 97-ე წუთზე თავსხმა წვიმაში გატანილი მეორე გოლი კი მთლიანად „ქალაქელთა“ მეკარე ედერსონის სინდისზეა, რომელსაც, ჯამში ცუდი მატჩი არ ჰქონია.

ამ გამარჯვების შემდეგ „მანჩესტერი“ მეხუთე ადგილზე დადგა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

„ევერტონი“ „სტემფორდ ბრიჯს“ უჩვეულო, ვარდისფერი საგარეო ფორმით ესტუმრა. ცხადია, ფორმას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდი პირველ ტაიმში მინდორზე საერთოდ არ ჩანდა. მათი მეკარე პიკფორდი კი ერთ ამბავში იყო, ძალიან ხშირად უწევდა თამაშში ჩართვა, ზოგ ბურთს იგერიებდა, ზოგსაც ვერა. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების მიზეზით გამოწრთობილმა ფრენკ ლამპარდის ახალგაზრდებმა კი ჩინებული წარმოდგენა მოაწყვეს.

მაუნტმა უკვე მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში. მალევე, ბარკლის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, პედრო დარჩა მეკარესთან პირისპირ და მეორე დააყოლა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ვილიანმა მესამედ აიღო სტუმართა კარი და ფაქტობრივად, ყველაფერი დაამთავრა. საერთოდ, ბრაზილიელი შეუდარებელი იყო ამ საღამოს. მეოთხე გოლიც ჟირუს სწორედ მან გაატანინა.

ლამპარდმა მერე პატარა ექსპერიმენტსაც მიმართა, შეცვლაზე ძირითადში პირველად გაიყვანა 18 წლის ფაუსტო ანჯორინი და ამავე საკის ალბანელი არმანდო ბროია.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29 ტური. 8 მარტი

ჩელსი - ევერტონი 4:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 694

1:0 მაუნტი (14), 2:0 პედრო (21), 3:0 ვილიანი (51), 4:0 ჟირუ (54)

ჩელსი: კეპა, ზუმა, რუდიგერი, ალონსო, ასპილიკუეტა, გილმორი, მაუნტი (ჯეიმსი 60), ბარკლი, ვილიანი (ანჯორინი 71), პედრო, ჟირუ (ბროია 86)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ევერტონი: პიკფორდი, ჰოლგეიტი, კინი, დინი, სიდიბე, სიგურდსონი, ბერნარდი (უოლკოტი 46), გომეში, დევისი (კენი 58), რიშარლისონი, კალვერტ-ლიუინი (გორდონი 76)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ზუმა (82); გომეში (53), ჰოლგეიტი (90+2)

მანჩესტერი - სიტი 2:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 288

1:0 მარსიალი (30), 2:0 მაკტომინეი (90+7)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ვან-ბისაკა, მატიჩი, ფრედი, ფერნანდეში (იგალო 88), უილიამსი (ბაიი 78), ჯეიმსი, მარსიალი (მაკტომინეი 78)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

სიტი: ედერსონი, კანსელუ, ოტამენდი, ფერნანდინიო, ზინჩენკო (მენდი 77), როდრი, გიუნდოგანი, ფოდენი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 59), სტერლინგი, აგუერო (ჟეზუსი 59)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ფრედი (42), მაგუაირი (90+6); ფერნანდინიო (29), როდრი (30), კანსელუ (59)

0.152766