ფეხბურთი

23:12 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ სანჩესს აღარ გამოისყიდის

მილანის „ინტერი“ აღარ გამოისყიდის ჩილელ შემტევს, ალექსის სანჩესს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ - გვამცნობს Daily Mail. შეგახსენებთ, რომ სანჩესი ერთწლიანი იჯარითაა იტალიურ კლუბში გადასული.

წყაროს მტკიცებით, სამხრეთამერიკელით „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე აღარ არის დაინტერესებული, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ჯუზეპე მორატას კი ჩილელის გამოსასყიდი 20 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

დიდი ალბათობით, ზაფხულში სანჩესი „მანჩესტერში“ დაბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115257