ფეხბურთი

21:21 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი: "არ ვიცოდი ჩრდილოეთ კორეაში თუ ვიყავი"

იტალიური „მილანიდან“ ზვონიმირ ბობანი დაითხოვეს, რომელიც ივან გაზიდისთან კონფლიქტს შეეწირა. ხორვატი „როსონერიში“ გერმანელი სპეციალისტის რალფ რანგნიკის მისვლის წინააღმდეგი იყო, მაშინ როდესაც გაზიდისი სწორედ მის კანდიდატურას უჭერს მხარს.

საბოლოოდ, კლუბმა ბობანი დაითხოვა და ხორვატმა აღნიშნა, რომ არ იცოდა ჩრდილოეთ კორეაში თუ იყო.

„არ ვიცოდი, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიყავი. დეკემბერში მათ რალფ რანგნიკთან შეთანხმებას მიაღწიეს. შემიძლია მას მაქსიმალური წარმატება ვუსურვო, მაგრამ ჩემთვის უნდა ეთქვათ, ვიმსახურებდი თავიდანე ინფორმაციის გაცნობას“, - თქვა ბობანმა.

„როსონერის“ პრეზიდენტი პაოლო სკარონი კი ამბობს, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია:

„მილანის“ ინტერესი ყოველთვის პირად ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მე ჩვენი გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის გვერდით ვარ“, - თქვა სკარონიმ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედია უახლოეს დღეებში გუნდიდან პაოლო მალდინის დათხოვნასაც ელოდება, რადგან ლეგენდარული ფეხბურთელიც ბობანის პოზიციას იზიარებდა.

0.148126