ფეხბურთი

15:59 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი: "რობოტი არავინაა, ფული ჯანმრთელობაზე მთავარი არაა და ჩემპიონატი შეწყვიტეთ!"

იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი Lega Calcio-ს მოუწოდებს სერია A-ს მიმდინარე გათამაშება შეწყვიტოს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, რობოტი არავინაა და ფული ჯანმრთელობის ფასი არაა.

„გავაჩეროთ ჩემპიონატი. ფული არ ღირს ჯანმრთელობად, გაიღვიძეთ! რობოტი არავინაა. მე თქვენზე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ თამაში ნიშნავს ავტობუსით, მატარებლით, თვითმფრინავით მგზავრობას, სასტუმროში ძილს, სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ჩემი შვილები ამ წყეული კორონავირუსის გამო აღარ მინახავს, რადგან ისინი ლომბარდიაში არ ცხოვრობენ და ეს ჩემთვის სამწუხაროა. მოდით ნუ ვეხუმრებით ბავშვების ჯანმრთელობას, რატომ უნდა ვითამაშოთ, რომ ვიღაც გაერთოს? ფული არ დავკარგოთ?“, - დაწერა ბალოტელიმ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსის სარეკორდო მაჩვენებლები გამოვლინდა. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით 14 რეგიონი 3 აპრილამდე ჩაიკეტა და ხსენებული ადგილებიდან ხალხს გასვლა ან შესვლა ეკრძალებათ.

სერია A-ს რაც შეეხება, დღეს და ხვალ 6 მატჩი გაიმართება და ყველა უმაყურებლოდ. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ასე უნდა გაგრძელდეს 3 აპრილამდე. თუმცა, ბოლო ხანს ხშირად საუბრობენ საერთოდ ჩემპიონატის შეჩერებაზეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107738