ფეხბურთი

15:18 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ვარანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა რაფაელ ვარანმა შესაძლოა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Transfermarkt-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, მხარეებს შორის მოლაპარეკა მიმდინარეობს და "სამეფო კლუბი" ვარანს ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია ფრანგის პოზიცია, თუმცა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აქვს და ზინედინ ზიდანიც ენდობა, რაც შეთანხმებას უფრო გაადვილებს. ასევე, ზუსტდება ფინანსური დეტალებიც.

ვარანი "რეალში" 2011 წელს "ლანსიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფრანგმა 308 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. რაფაელი ჩემპიონტა ლიგის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონი - ორჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116669