ფეხბურთი

0:55 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძემ "ბენფიკა" შეაფერხა - ქართველის მორიგი წარმატებული მატჩი პორტუგალიაში (+VIDEO)

გიორგი მაკარიძემ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ჩინებული თამაში ჩაატარა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXIV ტურში სეტუბალის „ვიტორიას“ ლისაბონის „ბენფიკა“ ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მაკარიძეს კი დიდი წვლილი მიუძღვის, რომ „არწივებმა“ ორი ქულა დაკარგეს. კარლინიოსის მეორე ტაიმის სტარტზევე გატანილი გოლი 51-ე წუთზე პიციმ პენალტით გაქვითა.

ლისაბონელებმა მხოლოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერხეს ქართველი კიპერის ბარიერის დაძლევა. სხვათა შორის, იმავე პიციმ 76-ე წუთზე მეორე პენალტი შეასრულა, მაგრამ კარს ააცილა.

ქართველი კიპერიც არ ყოფილა უსაქმოდ და რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან. საერთოდ, არახალია, რომ მაკარიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს. „ვიტორიას“ რაც შეეხება, 28 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.113423