ფეხბურთი

21:39 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ - „დორტმუნდი“ შესაძლოა, გადაიდოს

უეფამ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი გადადოს „პარი სენ-ჟერმენსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის - გვამცნობს L'Equipe.

მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება ევროპაში. წყაროს ცნობით, ეს შეხვედრა 11 მარტის ნაცვლად, შესაძლოა, 17 ან 18 მარტს გაიმართოს.

უეფა ამ მატჩის საფრანგეთის სხვა რეგიონში ან სულაც სხვა ქვეყანაში ჩატარების ვარიანტსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ამათი პირველი თამაში დორტმუნდელებმა მოიგეს 2:1.

0.114797