კალათბურთი

12:41 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

25 ქულა და 8 მოხსნა – ნატალია ოთხმეზურმა “კასპერი” საჩემპიონო მატჩში გაიყვანა

ნატალია ოთხმეზურის ლიდერობით “კასპერ თანდერბერდსი” ამერიკის კოლეჯთა ლიგის (NJCAA) კონფერენციის ფინალში გავიდა. 19 წლის ქართველმა გოგონამ “რეგიონ IX”-ად წოდებული კონფერენციის ნახევარფინალში თავის გუნდს “ოტერო კოლეჯთან” ულიდერა და კასპერელები საჩემპიონო მატჩში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში “კასპერ თანდერბერდსმა” 29-დან 26 მატჩი მოიგო და წარმატებული თამაში პლეი ოფშიც გააგრძელა. ნახევარფინალურ მატჩში ოთხმეზურმა “ოტეროს” წინააღმდეგ 33 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ნატალიამ 10-დან 6 სამქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. “კასპერმა” შეხვედრა 74:65 (სტატისტიკა) მოიგო და საუკეთესო მოთამაშედ ულაპარაკოდ ქართველი ლეგიონერი აღიარეს. გამარჯვებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ეშლი ტეუმ დაძლია, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა.

ფინალურ მატჩში კასპერელთა მეტოქე “ვესტერნ კოლეჯი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალში “ჯილეტ კოლეჯი” 77:63 დაამარცხა. საჩემპიონო მატჩი ჩვენი დროით 8 მარტს, გამთენიისას გაიმართება.

GBF.GE

0.115638