ფეხბურთი

11:47 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ფეხბურთელი: "იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში იმედგაცრუებაა"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ნახევარმცველმა სებასტიან ლეტჯეტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშზე ისაუბრა. ამერიკელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ნამდვილი იმედგაცრუება იყო და შვედის თანაგუნდელობა არასასიამოვნოა.

„ახლა გასახდელში ნამდვილად უკეთესი ატმოსფეროა. ადრე თავისუფალი არ ვიყავით, დიდი იმედგაცრუება იყო. ზოგჯერ გინდოდა ბუცები გაგეძრო და მოედანი დაგეტოვებინა. მის წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მასთან ერთად თამაში“, - თქვა ლეტგემ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „გალაქსის“ შემადგენლობაში 2018-2019 წლებში თამაშობდა.

0.113162