კალათბურთი

11:04 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 4 ქულა და "ინდიანას" გამარჯვება

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ მისსავე მოედანზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 108:102 დაამარცხა. ნეიტ მაკმილანის გუნდმა „ხარებთან“ ბოლო პერიოდის წინ 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც შეძლო.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 7:16 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულით, 1 მოხსნითა და 1 დაფარებით შეეწია.

„პეისერსის“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 24 ქულას 12 მოხსნა დაუმატა, ხოლო „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში კობი ვაითი (26 ქულა) და შაკილ ჰარისონი (25 ქულა) გამოირჩნენ.

„ინდიანას“ 38 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 9 მარტს სტუმრად „დალას მავერიქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117671