ფეხბურთი

23:03 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა "კრისტალ პალასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

72 წლის ინგლისელმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა "კრისტალ პალასთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდს მომდევნო სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა "კრისტალ პალასი" 2017 წლის სექტემბერში ჩაიბარა. იმავე სეზონში "არწივები" პრემიერლიგაში მე-11 ადგილზე გავიდნენ, ხოლო გასულ სეზონში - მე-12 ადგილზე. მიმდინარე სათამაშო წელს ჰოჯსონის შეგირდები 28 მატჩი შემდეგ 36 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112063