ფეხბურთი

19:52 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ პსჟ-ს გასახდელშიც აურია

მაურო იკარდის პსჟ-ში პრობლემები აქვს. L’Equipe-ს ინფორმაციით, არგენტინელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა დაეძაბა, მათ შორის გუნდის ლიდერებთან, ნეიმართან და კილიან მბაპესთან.

გარდა ამისა, მაუროს კარგი ურთიერთობა არც გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელთან აქვს, რომელიც ბოლო დროს ნაკლებად ენდობა, ვიდრე სეზონის დასაწყისში.

ზემოხსენებული პრობლემების ფონზე ძნელად სავარაუდოა, რომ პარიზელებმა ზაფხულში მისი სატრანსფერო უფლებები „ინტერიდან“ 70 მილიონ ევროდ გამოისყიდონ. აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემები მაუროს გასულ სეზონში "ინტერშიც" ჰქონდა და გუნდის დატოვებაც მოუწია.

ამის პარალელურად, იკარდის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა აქტიურად ლამობს იტალიაში დაბრუნებას, სადაც მას იკარდის მომავალ კლუბად ტურინის „იუვენტუსი“ ესახება. აქვე გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკელს პსჟ-ს რიგებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი.

0.11511