კალათბურთი

19:25 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდი” ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის ნახევარფინალშია

ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. ნაციონალურ ჯუნიორ კოლეჯთა ათლეტურ ასოციაციაში (NJCAA) ქართველი გოგონას გუნდი რეგიონალური ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში (რეგიონალ IX-ში) მოხვდა, რომელსაც კასპერის უნივერსიტეტი მასპინძლობს და სადაც თანდერბერდს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში კასპერელებმა 26 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს.

დღეს, თბილისის დროით დილის 8 საათზე დასრულდა მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც “კასპერმა” 82:55 (სტატისტიკა) დაამარცხა მაკკუკის კოლეჯი და ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ოთხმეზურმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ნატალიას ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა და 3 მოხსნა დარგოვდა. ქართველმა ლეგიონერმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. კასპერელთაგან 15 ქულითა და 5 პასით ასევე ეშლი ტეაუ გამოირჩა.

ნახევარფინალში კასპერის მეტოქე ოტეროს უნივერსიტეტი იქნება. მატჩი თბილისის დროით, 7 მარტს, გამთენიისას გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჯილეტის და ვესტერნის კოლეჯთა გუნდები დაუპირისპირდებიან.

კასპერი – მაკკუკის მატჩის სრული ვიდეორეპორტაჟი:

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11282