ფეხბურთი

1:42 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი კარანტინში მოათავსეს

ამსტერდამის „აიაქსის“ სამწვრთნელო შტაბის წევრ, „იუვენტუსის“, „ლივერპულისა“ და დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელი კრისტიან პოულსენი კარანტინში მოათავსეს.

როგორც გაირკვა, დანიელმა ერთი კვირის წინ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ისადილა და პრევენციის მიზნით კარანტინში აღმოჩნდა.

გარდა ამისა, პოულსენთან ერთად კარანტინში ფიზმოზმადების მწვრთნელი და ფიზიოთერაპევტი მოხვდნენ. არცერთ მათგანს ამ დროისთვის სიპტომები არ აღენიშნებათ, ამის მიუხედავად 13 მარტამდე კონტროლის ქვეშ დარჩებიან.

შეგახსენებთ, პოულსენს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, თავის დროზე "კოპენჰაგენში", "შალკეში", "სევილიაში", "იუვენტუსში", "ლივერპულსა" და "აიაქსში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102505