ფეხბურთი

18:48 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის მამამ შვილისთვის საუკეთესო ჩემპიონატი დაასახელა

დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკი შემტევის, ერლინგ ჰოლანდის მამამ, ალფ-ინგემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილისთვის კარგი იქნებოდა ესპანეთის ჩემპიონატში ეთამაშა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შვილით და „ბორუსიით,“ თუმცა მთავარია მან ზრდა გააგრძელოს. ყოველთვის გამოირჩეოდა ბომბარდირული თვისებებით, საგოლე პასების მიცემაც არ უჭირდა. ცხადია, ვამაყობ მისი შედეგებით. ჩვენ უამრავი კლუბი გვიკავშირდებოდა, თუმცა, მგონია, რომ ესპანური პრიმერა კარგი ადგილი იქნებოდა ერლინგისთვის. იქ ძალიან კარგი გუნდები თამაშობენ. ვნახოთ, მოგვიწევს თუ არა ოდესმე ესპანეთში თამაში, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები.“ - ციტირებს უფროსი ჰოლანდის სიტყვებს ესპანური AS.

19 წლის ერლინგი ნორვეგიული „ბრიუნეს“ აღზრდილია. „დორტმუნდში“ ის 2020 წლის იანვარში გადავიდა „ზალცბურგიდან.“ სატრანსფერო თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120237