კალათბურთი

14:48 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - ქართველი კალათბურთელი "სეტონ ჰოლის" ლიდერია

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბრთელის გუნდი შინ „ვილანოვას“ დაუპირისპირდა და დაზაბულ ბრძოლაში 77:79 წააგო.

აღნიშნულა შეხვედრა შედეგიანი გამოდგა მამუკელაშვილისთვის, რომელმაც მე-3 ორმაგი დუბლი მიითვალა. ახალგაზრდა კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 10 მოხსმა და 1 დაფარება დააგროვა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, „სეტონ ჰოლის“ მარცხისგან ხსნა მაილს კალეს შეეძლო, ამერიკელმა კალათბურთელმა საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი ისროლა, თუმცა ააცილა.

ამ მარცხის მიუხედავად „სეტონ ჰოლს“ 13 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და ბიგ ისთის კონფერენციას კვლავ ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 7 მარტს „კრეიტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108018