კალათბურთი

10:19 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ 9 ქულა ჩააგდო - "ინდიანა" "მილუოკი ბაქსთან" დამარცხდა

NBA-ში ზედიზედ 4 მოგების შემდგომ მარცხი განიცადა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბირთელის გუნდი სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 19 ქულიანი სხვაობით 119:100 წააგო.

აღნიშნულ შეხვედრაში ნეიკ მაკმილანმა ქართველ ცენტრს სათამაშოდ არასრული 8 წუთი მისცა, რა დროშიც გოგამ 9 ქულა, 1 მოხსნა შეასრულა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა იანის ანტეტოკუმპომ ჩააგდო. ბერძენმა კალათბურთელმა 28 წუთში 29 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ინდიანადან კი ტრადიციულად ორმაგი დუბლით დომანტას საბონისი გამოირჩა.

62 ტურის შემდგომ ინდიანაპოლისელებს 37 გამარჯვების საპირისპიროდ 25 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას კი 7 მარტს, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.11653