ფეხბურთი

10:44 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კლუბები ევროთასების საშინაო მატჩებს უმაყურებლოდ ჩაატარებენ

იტალიური კლუბები ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მერვედფინალურ მატჩებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებენ. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით 3 აპრილამდე სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლთა დასწრება აიკრძალა.

ამ პერიოდში კი ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსმა“ „ლიონს“ უნდა უმასპინძლოს (17 მარტს), ხოლო ევროპა ლიგაზე „ინტერი“ – „ხეტაფეს“ (12 მარტი) და „რომა“ – „სევილიას“ (19 მარტი) დაუპირისპირდება. ყველა ხსენებული თამაში დახურულს კარს მიღმა შედგება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ვალენსია“ – „ატალანტას“ შეხვედრაც ასევე უმაყურებლოდ შედგება.

0.148904